მოძიება...
შედეგები არ მოიძებნა
მოძიება...
შედეგები არ მოიძებნა
სცადეთ სხვა საძიებო სიტყვა
დაამატეთ პროდუქტები შესადარებლად
დაამატეთ პროდუქტები კალათაში
დაამატეთ პროდუქტები ფავორიტებში
Code: TA002195
1,599.00 ₾
მაცივარში მოთავსებულ პროდუქტთან წვდომისთვის ხშირად გვიწევს უამრავი დაბრკოლების გადალახვა. Easy Slide თარო დამაგრებულია გორგოლაჭებიან ანჯამაზე და შესაძლებელია მისი გამოწევა, რაც მოსახერხებელს ხდის სასურველი საკვების და პროდუქტების მაცივრიდან გამოღებასა და სურვილისამებრ დალაგებას. გარდა ამისა, მისი მეშვეობით მარტივად შეძლებ თაროს უკანა მხარეს შენახული პროდუქტების შემოწმებას.
სტანდარტული კომპრესორებისგან განსხვავებით, რომელთაც აქვს მხოლოდ ორი - ჩართვის და გამორთვის რეჟიმი, Samsung-ის Digital Inverter კომპრესორს აქვს მუშაობის 7 რეგულირებადი სიჩქარე გაგრილების სხვადასხვა საჭიროების დასაკმაყოფილებლად. ეს უზრუნველყოფს სტაბილური ტემპერატურის შენარჩუნებას, ამცირებს კომპრესორის ცვეთას, ზრდის მის ექსპლუატაციის პერიოდს და მინიმუმამდე ამცირებს ხმაურის დონეს. გარდა ამისა, მისი გამოყენებისას ხდება ელექტროენერგიის დაზოგვა და მოჰყვება 10-წლიანი გარანტია.
სტანდარტული საყინულის უჯრებისგან განსხვავებით, Full Open Box უფრო დიდზე იღება და ამარტივებს საკვებისა და პროდუქტების, მათ შორის დიდი მოცულობის კერძებისა თუ საკვების მაცივრიდან გამოღებასა და მაცივრის სივრცის ორგანიზებას. არსებული სივრცის ეფექტურად გამოყენებისთვის, მისი კორპუსი სრულად იწევა მოწყობილობიდან, ხოლო უჯრის დიზაინი გაძლევს მისი გაღების საშუალებას მაშინაც კი, თუ მაცივრის კარი მხოლოდ 90 გრადუსითაა ღია.
იდეალურია სახლისთვის, რომლის მაცხოვრებლებიც ბევრ წყალს მოიხმარენ. Big Guard ბევრად უფრო ღრმაა ტრადიციული მაცივრის თაროებთან შედარებით. ეს საშუალებას გაძლევს კარის თაროებზე შეინახო რძის ან წვენის დიდი კონტეინერები სასმლის ქილებთან და ბოთლებთან ერთად. Big Guard ასევე იდეალურია მაღალ ბოთლებში შენახული სასმლის გასაგრილებლად.
ენერგოეფექტური Top LED იდეალურად ანათებს მაცივრის მთლიან შიდა სივრცეს, რაც გეხმარება შენი საკვები პროდუქტების კარგად დანახვაში. შესაბამისად, უფრო მარტივი ხდება სასურველი საკვების და პროდუქტების პოვნა და მცირდება მაცივრის კარის გაღების ხანგრძლივობა - ამით იზოგება დროც და ენერგიაც.
Samsung-ის No Frost ფუნქცია უზრუნველყოფს უცვლელი ტემპერატურის შენარჩუნებას მაცივრის ყველა კუთხეში, რაც ხელს უწყობს მალფუჭებადი საკვების ხანგრძლივად შენახვას, ხელს უშლის საკვების გაყინვასა და ყინულის დაგროვებას. მისი ეფექტურობის გაუმჯობესებული დონე ამცირებს გაციების სისტემის დატვირთვას, ზრდის მუშაობის ხანგრძლივობას და ხელს უწყობს ყინულის გადნობისთვის საჭირო ელექტროენერგიის დაზოგვას.
1,599.00 ₾
მომხმარებელი, რომელიც ვებ გვერდ Taon-ს საკუთარი სურვილით მიაწოდებს პერსონალური ხასიათის ინფორმაციას, ის ავტომატურად ანიჭებს უფლებამოსილებას Taon.ge-ს გამოიყენოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შენახვისა და დამუშავების მიზნით. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს Taon-ის მომხმარებელთა პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებს, გამოყენებისა და შენახვის პირობებს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, Taon.ge-ის მიზანია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა.
გამოიწერე სიახლეები